Javascript is required

დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები საქართველოში

665
11/19/2020

2018 წლის 1 ივლისიდან მცირე ბიზნესისთვის საქართველოში ამოქმედდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომლის თანახმადაც,ბრუნვის გადასახადი იბეგრება 1%-ით ნაცვლად 5%-სა. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დაბეგვრის ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას კორპორაციული გადასახადი არ ეკისრება შემოსავლის განმეორებით ინვესტიციის შემთხვევაში. საქართველოში ასევე შესაძლებელია, ბიზნესის წარმოება გადასახადებისგან თავისუფალ ზონაში. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, გადასახადებისგან განთავისუფლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ყველა ამ ფაქტორმა საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ლოიალურ საგადასახადო იურისდიქციად მსოფლიოში.

დაწვრილებით გადასახადების შესახებ

საქართველოში ბიზნესის წამოწყებამდე, სასურველია, გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ გადასახადების გადახდის სისტემას. მთლიანი დაბეგვრის სფერო კონტროლდება საგადასახადო კოდექსით და რეგულირდება საკანონმდებლო აქტებით. ამჟამად ქვეყანაში არჩევენ 6 ტიპის სავალდებულო გადასახადს:

  1. დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%;
  2. მოგების  - 15%;
  3. საშემოსავლო გადასახადი - 20%;
  4. დივიდებდებზე - 5%;
  5. იმპორტის გადასახადი  - 0%, 5% ან 12%;
  6. წყაროსთან დაკავებული გადასახადი - 10-დან 15%-მდე;
  7. აქციზი - არაფიქსირებული თანხა.

ყველა ზემოაღნიშნული გადასახადი რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, გარდა ქონების გადასახადისა, რომელსაც ადგილობრივი ორგანოები ადგენენ.გადასახადების მიმართ ასეთმა მიდგომამ საშუალება მისცა რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს, შეექმნათ მომგებიანი ბიზნესი საქართველოში, რაც ადრე საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოში მოქმედებდა 22 სახის გადასახადი.

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები

სამთავრობო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა თავისუფალი ინდუსტრიული და ვირტუალური ზონები, რომელთათვის გათვალისწინებულია გადასახადის გადახდის ცალკეული მექანიზმები.ამ მომენტისთვის საქართველოში შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მისაწვდომია სამ ზონაში, ესენია: თბილისი, ქუთაისი და ფოთი. ძირითადი უპირატესობებია:

  • კომპანიები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან;
  • კომპანიები არ იხდიან დამატებით მოსაკრებლებს დივიდენდებისა და პროცენტებისათვის;
  • თავისუფალი ზონის საწარმოებს შორის ყველა სავაჭრო ხელშეკრულება განთავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან;
  • გარე (საექსპორტო) ოპერაციები არ იბეგრება დღგ-ით;ორგანიზაციები თავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
  • საწარმოებს შორის სავაჭრო ოპერაციებზე დადგენილია ფიქსირებული გადასახადი - მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4%.

ვირტუალური ზონა

“ვირტუალური ზონის პირის” სტატუსი ენიჭება იმ მეწარმეებს, რომლებიც მუშაობენ IT-ტექნოლოგიების სფეროში, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. შემდეგ ორ დღეში კომპანია იღებს უნიკალურ დოკუმენტს - ელექტრონულ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს უფლებას გადასახადების შეღავათიან გადახდაზე. შედგენილი პირობების თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არ იბეგრება:

  • საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება; 
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
  • საბაჟო მოსაკრებლით ექსპორტზე. 

ფაქტობრივად, კომპანია იხდის მხოლოდ 5% გადასახადს დივიდენდზე.რამდენი ხანი მოგიწევთ გადასახადის გადახდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის იურიდიულ ფორმაზე. თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მეწარმეებს და ქმნის მომგებიან პირობებს თავისუფალ და ვირტუალურ ზონებში მოქმედი ბიზნესებისთვის, რითაც იქცევს უცხოელი ინვესტორების ყურადღებას და ამაღლებს სახელმწიფოს რეპუტაციას საერთაშორისო საფინანსო ასპარეზზე.

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.