Javascript is required

საბანკო მომსახურებები იურიდიული პირებისთვის საქართველოში

859
2/10/2021

ბიზნესის რეგისტრაცია და მისი მუშაობა შეუძლებელია ბანკში ანგარიშის გარეშე. გარდა კორპორაციული ანგარიშისა, ბიზნესის მფლობელებს ბანკები სთავაზობენ მრავალ სხვა მომსახურებას, რომლებიც არსებითად ამსუბუქებენ ბიზნეს-პროცესებს და ახდენენ მათ ავტომატიზირებას. შემოთავაზებული მომსახურებები შეიძლება განსხვავდებოდეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ბანკი აირჩიეთ, თუმცა ძირითადი საბანკო მომსახურებები იურიდიულ პირთათვის ასეთია: ექვაირინგი, ბიზნესისთვის სახელფასო პროექტი, საანგარიშსწორებო და ფულადი მომსახურება, დისტანციურ საბანკო მომსახურებათა ვარიაციები და ა.შ. ამ სტატიაში ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ საქართველოში ამ მომსახურებებათა მახასიათებლებს.

დისტანციური საბანკო მომსახურებები

ყველაზე მოსახერხებელი და თანამედროვე მომსახურება, რომელსაც სთავაზობენ ქართული ბანკები არის ანგარიშების დისტანციურად მართვის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეზიდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში. დისტანციური მომსახურების სტანდარტული პაკეტი, რომელსაც შეხვდებით თითქმის ყველა ქართულ ბანკში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

  • ინტერნეტ ბანკინგი;
  • მობაილ ბანკინგი;
  • SMS ბანკინგი;
  • Digipass-ის აპლიკაცია;
  • ონლაინ გადახდების შესაძლებლობა;
  • პირდაპირი დებეტირება.

ამ ფუნქციების გამოყენებით შეძლებთ, განახორციელოთ პრაქტიკულად ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია თანხების მიმოქცევასთან: გადარიცხვები, დარიცხვებისა და ხარჯების კონტროლი და ა.შ. და ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ინტერნეტ ბანკინგი

ინტერნეტ ბანკინგი საშუალებას გაძლევთ:

  • მიიღოთ ფულადი გზავნილები თითქმის ნებისმიერ ვალუტაში;
  • განახორციელოთ გადარიცხვები;
  • დააკონვერტიროთ ვალუტები;
  • შექმნათ ანგარიშთა ამონაწერები;
  • გადაგზავნოთ ანგარიშები პირდაპირ საბუღალტრო პროგრამებზე.

მობაილ ბანკინგი

მობაილ ბანკინგის დახმარებით თქვენ შეძლებთ, პირდაპირ თქვენი სმარტფონებიდან (Android ან iOS) განახორციელოთ გადახდები და მართოთ ანგარიშები. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ, აკონტროლოთ ანგარიში და გქონდეთ მასთან წვდომა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას. თუ თქვენ ბანკის სისტემაში ხართ დარეგისტრირებული, მაშინ აპლიკაციაში შესასვლელად დაგჭირდებათ მხოლოდ პაროლი და ლოგინი. ხოლო მათ, რომელთაც ურჩევნიათ ავტორიზაციის უფრო რთული, მაგრამ უსაფრთხო მეთოდი, შეუძლიათ, დადასტურების პროცესი გადააკეთონ ისე, რომ საჭირო იყოს ერთჯერადი კოდის შეყვანა, რომელსაც მიიღებენ ელეტქრონულ ფოსტაზე ან SMS -ის სახით.

Digipass-ის აპლიკაცია

ბანკები შესაძლებლობას გაძლევენ, რომ განახორციელოთ კომპანიის გადახდები დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ამისათვის საჭიროა ტელეფონში Digipass-ის აპლიკაციის დაინსტალირება, მისი აქტივაციის კოდისა და შემდგომი გადახდების გენერაციისთვის მუდმივი კოდის მიღება. ყველა ამ მონაცემის დისტანციურად მიღება შეიძლება ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის მინდობილობით.

ასევე, თუ არ გსურთ დამოკიდებული იყოთ მხოლოდ მობილურზე, შესაძლებელია, კლასიკური Digipass-ის მოწყობილობის გამოყენება დამადასტურებელი კოდების გენერაციისთვის. ასეთი მოწყობილობის მიღება შეიძლება ექსპრეს-ფოსტის მეშვეობით მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილში.

SMS ბანკინგი

SMS ბანკინგის დაკავშირებით, მიიღებთ SMS-ს თქვენი ანგარიშიდან განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ.

პირდაპირი დებეტირება

ეს სერვისი საშუალებას იძლევა, მოახდინოთ მუდმივი გადახდების ავტომატიზირება, როგორიცაა კომუნალური ან სხვა გადასახადების გადახდა. კლიენტმა უბრალოდ უნდა აირჩიოს ანგარიში (დასაშვებია რამდენიმე ანგარიში), საიდანაც თანხა მოისხნება და განსაზღვროს გადახდების პრიორიტეტები. ამ უკანასკნელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

საანგარიშსწორებო და ფულადი მომსახურება

იურიდიული და ფიზიკური პირების საანგარიშსწორებო და ფულადი მომსახურება, რეალურად, წარმოადგენს ბანკების ძირითად საქმიანობას. მასში შედის ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა: ფულადი სახსრების გადაადგილება, შენახვა და მოძრაობის რეგისტრაცა. ამ მომსახურებაში ასევე შედის, ფულადი სახსრების გადარიცხვა და ჩამოწერა, ანგარიშის, ცნობებისა და სააღრიცხვო დოკუმენტების ამონაწერების მიწოდება.

ექვაირინგი

თუ თქვენი ბიზნესი გულისხმობს გადახდების ბარათზე მიღების აუცილებლობას, საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ არჩეულ ბანკს აქვს ექვაირინგის სერვისი. ეს უზრუნველყოფს საბანკო ბარათების მიღების სრულ ფუნქციას სავაჭრო ადგილზე ან თუ გაქვთ ინტერნეტ-მაღაზია, მისცემს თქვენს კლიენტებს საშუალებას განახორციელონ გადახდები საბანკო ბარათის ან სპეციალური ვებ-ინტერფეისის მეშვეობით. ამასთან ერთად, ყველა ინფორმაცია ინახება და გარანტირებულია მათი სრული კონფიდენციალურობა.

თავისი არსით ექვაირინგი არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს უნაღდო ანგარიშსწორების მიღებას საბანკო ბარათებისა და უნაღდო გადახდის სხვა სისტემების გამოყენებით. საქართველოში უმსხვილესი ბანკები მოქმედებენ როგორც ექვაირინგ- ბანკები, უზრუნველყოფენ POS ტერმინალებს და იღებენ საკომისიოებს ექვაირინგისთვის.

კორპორაციული საბანკო ბარათები

თქვენი ორგანიზაციის კორპორაციული საბანკო ბარათი საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ ბიზნესის, გართობისა და ტრანსპორტირების ხარჯები. გარდა ამისა, საქართველოში ბანკების უმეტესობა საშუალებას იძლევა კორპორაციული სახსრების გამოყენებით გადაიხადოთ და მიიღოთ ნაღდი ფული მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ:

  • ოფისისა და კომპანიის საჭიროებებისათვის საქონლის შეძენა;
  • ნებისმიერი სახის მომსახურების გადახდა, მათ შორის ინტერნეტ-სერვისისაც;
  • სამგზავრო ხარჯები

საგადახდო სისტემიდან, როგორიცაა, მაგალითად, Paypal, ფულადი სახსრების მიღებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მულტივალუტური საბანკო ბარათი.

კორპორაციული ბარათის ძირითადი უპირატესობები ბიზნესისთვის არის:

  • უსაფრთხოება;
  • კონტროლი და აღრიცხვა;
  • დიდი თანხების ტრანსაქციისას რისკების შემცირება;
  • დაკარგვისას მისი დაბლოკვის შესაძლებლობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • თანხების გამოტანისას SMS-შეტყობინება;
  • კომისიებზე ეკონომია.

სახელფასო პროექტი ბიზნესისთვის

სახელფასო პროექტის მეშვეობით ხელფასების გადარიცხვის პროცესი ხდება თანხების ტრანსაქციის ჩვეულებრივი ოპერაცია. თქვენ არ დაგჭირდებათ სათითაოდ გადარიცხოთ ხელფასები, ყველა ანგარიშგება ფორმულირდება ავტომატურად ბანკის მეშვეობით. თუ აპირებთ სახელფასო პროექტი განახორციელოთ, სასურველია, ყურადღებით შეისწავლოთ იმ საქმიანობათა სფეროები, რომლებთანაც მუშაობს ბანკი. ეს დაგეხმარებათ, გაიგოთ, მისაღებია თუ არა თქვენთვის ის პირობები და სერვისები, როლებიც შედის სახელფასო პროექტში.

სახელფასო პროექტების ძირითადი უპირატესობები ქართულ ბანკებში:

  • ხელფასებისა და ანგარიშგებების გადახდის პროცესის ავტომატიზაცია;
  • საბუღალტრო რესურსების განთავისუფლება;
  • ხარჯების შემცირება (კომისიაზე, შენახვაზე, მიწოდებაზე);
  • უსაფრთხოება.

სხვა საბანკო მომსახურებები იურიდიული პირებისთვის საქართველოში

ეს ჯერ კიდევ არ არის ყველა მომსახურება, რომელსაც სთავაზობენ თანამედროვე ქართული ბანკები იურიდიულ პირებს. იმის გარდა, რომ ბანკები უზრუნველყოფენ აბსოლუტურ კონფიდენციალობას, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ გადასცემენ ფინანსურ ინფორმაციას არარეზიდენტების შესახებ მათი ქვეყნის საგადასახადო ორგანოებს, ისინი ასევე სთავაზობენ: თავისუფალი თანხების შენახვას დეპოზიტებზე, აქტივების მართვის სერვისებს, საბროკერო დაზღვევასა და ლიზინგს.

ქართული ბანკები უკვე მერამდენე წელია ხდებიან საუკეთესოები ონლაინ საბანკო მომსახურებაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. თუ გადაწყვიტეთ, რომ დაარეგისტრიროთ ბიზნესი საქართველოში და გახსნათ კომერციული ანგარიში თქვენი კომპანიისთვის, მაშინ დატოვეთ განაცხადი და ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და შეგირჩევთ თქვენთვის შესაფერის ბანკს.

©ფოტო:ანასტასია ნაუმოვა

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.