Javascript is required

2023 წლის ბოლომდე საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კომპანიას მოეთხოვება ხელახალი რეგისტარაცია

1278
1/24/2023

2022 წლამდე რეგისტრირებული ქართული იურიდიული პირები ვალდებულნი არიან ხელახლა დარეგისტრირდნენ იუსტიციის სახლში. ასეთი მოთხოვნა მითითებულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონში, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

კომპანიებმა უნდა განაახლონ სარეგისტრაციო მონაცემები და წარმოადგინონ ორგანიზაციის განახლებული წესდება და ასოციაციის მემორანდუმის დამტკიცებული ფორმა.

როგორ მიმდინარეობს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესი?

ორგანიზაციის საერთო კრებაზე მიიღება განახლებული წესდება და ასოციაციის მემორანდუმი. ეს დოკუმენტები მტკიცდება საერთო კრების ოქმზე ხელმოწერით.

ამრიგად,ჩამოყალიბებულია დოკუმენტების პაკეტი კომპანიის ხელახალი რეგისტრაციისთვის:

- განახლებული წესდება;

- დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული ასოციაციის მემორანდუმი;

- საერთო კრების ოქმი.

შემდგომ დოკუმენტები იგზავნება იუსტიციის სახლში რეგისტრაციისთვის.

რა ელის კომპანიას, თუ ხელახალი რეგისტრაციის პროცედურას არ გაივლიან?

იურიდიული პირები ვალდებულნი არიან განაახლონ შემადგენელი დოკუმენტები ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში, ანუ 2023 წლის ბოლომდე. თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია ხელახლა არ დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი გამოგიგზავნით შეტყობინებას აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნით 3 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირის რეგისტრაცია უქმდება და კომპანია ჩაითვლება ლიკვიდირებულად.

როგორ ავიცილოთ თავიდან თქვენი კომპანიის რეგისტრაციის გაუქმება?

ამისათვის აუცილებელია კომპანიამ გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია  2023 წლის 31 დეკემბრამდე, ამაში Jara Accounting -ი დაგეხმარებათ. ჩვენ გაგიწევთ სრულ  იურიდიულ მომსახურებას ყველა ეტაპზე:

- მოგიმზადებთ განახლებულ საწესდებო დოკუმენტებს და საერთო კრების ოქმის. 

- წარვადგენთ განახლებულ დოკუმენტებს იუსტიციის სახლში.

- თუ კომპანიის დამფუძნებლები იმყოფებიან საზღვარგარეთ, გთავაზობთ ამ პროცედურის  დისტანციურად განვახორციელებას,მინდობილობის საფუძველზე.

Jara Accounting-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია ქართულ ენაზე სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, რაც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში მოვაგვაროთ შესაძლო პრობლემები.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კომპანიის ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით,Jara Accounting-ის სპეციალისტები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან გაერკვიოთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულაციებში. 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.